საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასება და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადება
სამუშაო შეხვედრა
2022 წლის 20 დეკემბერს მდგრადი განვითარების ცენტრი რემისიას ორგანიზებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად სოფლის მეურნეობის სექტორში კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების განხილვისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა პროეტის „ საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასება და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადება“ ფარგლებში
შეხვედრას ესწრებოდნენ:
-
მდგრადი განვითარების ცენტრი "რემისია"
-
ISET - ის კვლევითი ინსტიტუტი.
-
სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული სამთავრობო და არასამთავრობო უწყებები.
-
ფინანსური ინსტიტუტები
-
ბიზნეს-ინსტიტუტების წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი: პროექტის „საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასება და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადება“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის სექტორში შერჩეული პრიორიტეტული ტექნოლოგიების განხილვა, მათ წინაშე მდგარი ბარიერების, ნაკლოვანებებისა და მათი აღმოფხვრის გზების დადგენა. დაინტერესებული მხარეებისა და პარტნიორეობის საჭიროებების იდენთიფიცირება. სოფლის მეურნეობის სექტორში კლიმატის მწვანე ფონდისთვის (GCF) მოსამზადებელი კონცეფციებისთვის (Concept Note) დაინტერესებული პირებისა და პარტნიორობის შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ანა სიხარულიძემ, მოკლედ წარმოადგინა პროექტის მიზანი, სექტორებისა და მათი ტექნოლოგიების პრიორიტეტიზაციის ნაბიჯები
შეხვედრაზე მოვისმინეთ არაერთი ინოვაციური და საინტერესო პრეზენტაცია:
-
რატი კოჭლამაზაშვილი. ექსპერტი. „მდგრადი განვითარების ცენტრი-რემისია“ სოფლის მეურნეობის სექტორში შერჩეული პრიორიტეტული კლიმატ-ტექნოლოგიების განხილვა, მათ წინაშე მდგარი ბარიერები და ნაკლოვანებები და მათი აღმოფხვრის გზების იდენტიფიცირება
-
მიწათსარგებლობა, ხელოვნურად გაშენებული ეკოსისტემები და მათი სერვისები“ (სოფლის მეურნეობა, მებაღეობა, მეცხოველეობა, აგროტურიზმი)
-
მაღალმთიანი სტატუსის მქონე შპს „ოქსიჯენია“ . კომპანიამ გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება და ცოდნა პავლოვნიის ხეების შესახებ. ისაუბრა იმ ბარიერებსა და გამოწვევებზე, რაც მათი ბიზნესის წინაშე დგას..
-
შპს „მაკრო-პრიმი", გურამ გეჯაძე - ბიო ჰუმუსის წარმოების უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მიღებულია ჭიაყელების მიერ გადამუშავებული ორგანული ნარჩენების საფუძველზე
• ადგილობრივმა ფერმერმა როინ ტერტერაშვილმა გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება ბიო-ჰუმუსის წარმოების შესახებ.
• კომპანიამ “ბიოდიზელ ჯორჯია” წარმოადგინა პრეზენტაცია "ზეთოვანი კულტურა რაპსის (Brassica napus) განვითარების პერსპექტივები საქართველოში."
შეხვედრაზე პრეზენტაციებს მოჰყვა კითხვა-პასუხის სესია შერჩეულ პრიორიტეტულ ტენოლოგიებთან დაკავშირებით. ასევე დიდი დრო დაეთმო დისკუსიებს იმ ბარიერების გარშემო, რომლებთანაც კომპანიებს უწევთ გამკლავება.