top of page

Tender Announcement

Information only available in Georgian:
ტენდერი ორგანიზაციის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ჩატარების თაობაზე

მდგრადი განვითარების ცენტრი „რემისია“ აცხადებს ტენდერს პროექტის
„საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასება და პრიორიტეტული
ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადება“ ფინანსური
და შესაბამისობის აუდიტის ჩატარებაზე.

აუდიტი უნდა განხორციელდეს აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების
საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IAASB) მიერ გამოცემული აუდიტის
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ საქართველოს
აუდიტების და პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის წევრ ადგილობრივ
აუდიტორულ კომპანიებს, ასევე საქართველოში წარმომადგენლობის მქონე
საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებს.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი
დოკუმენტაცია:
     1) სერთიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
     2) ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის ან უმაღლესი აუდიტორული
     ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანოს წევრობის დამადასტურებელი
     დოკუმენტაცია;
     3) ბოლოს 3 წლის განმავლობაში ჩატარებული, დონორთა მიერ დაფინანსებული
     პროექტების, საერთაშორისო აუდიტების ჩამონათვალი;
     4) ტექნიკური და ფინანსური წინადადება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნული დოკუმენტაცია და
დამატებითი შეკითხვები 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გაუგზავნოთ
ორგანიზაციის ადმინისტრაციულ მენეჯერს- ანუკი ტყეშელაშვილს, შემდეგ
ელექტორნულ მისამართზე anuki.tkeshelashvili@remissia.ge .
გთხოვთ, ბმულზე იხილოთ ტექნიკური დავალება.

bottom of page