2023 წლის 26 იანვარს გაიმართა ონლაინ-შეხვედრა და კვლევის შედეგების წარდგენა თემაზე „სამართლიანი ტრანზიცია საქართველოს კონტექსტში: დაბალემისიანი განვითარება და ადამიანის უფლებები“
შეხვედრა ჩატარდა climate basics ინიციატივით
შეხვედრას ესწრებოდა მდგრადი განვითარების ცენტრი „რემისიაც“
კვლევის მიზანი:
საქართველოს გრძელვადიანი დაბალემისიანი განვითარების სამუშაო დოკუმენტის შეფასება სამართლიანი ტრანზიციის ჭრილიდან. დოკუმენტი მომზადდა UNDP-ის გლობალური ინიციატივის „კლიმატური დაპირების“ (Climate Promise) და ევროკავშირის (EU) EU4Climate პროექტების ფარგლებში.
რა მოხდა შეხვედრაზე, მოკლედ:
• სამართლიანი ტრანზაციის, როგორც ცნების, განმარტება
• სამართლიანი ტრანზაციის გლობალურ ცნებად დამკვიდრდებამდე განვლილი გზა
• მისი სოციალური სარგებელი
ვრცელი დისკუსია გაიმართა შემდეგ თემებზე:
• საქართველოს დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის ჩართულობა და როლი, სხვა ქვეყნებთან ერთად
• სოფლის მეურნეობის სექტორის ამ ჭრილში განხილვა
• კვლევაში სოციალური ზეგავლენის ერთ-ერთ კომპონენტად გენდერული თანასწორობის პრიციპების ანალიზის საკითხის წამოჭრა
სამომავლო გეგმები და მოლოდინები:
• საზოგადოებისათვის კვლევის შედეგების წარდგენა და საქართველოში სამართლიანი გადასვლის შესახებ საუბრების გააქტიურება
• მუშაობის გაგრძელება ამ მიმართულებით და სხვა შეხვედრების ჩანიშვნა