top of page

   საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასების განახლება და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადება

 

    2022 წლის 20 სექტემბერს, მდგრადი განვითარების ცენტრი „რემისიის“ ორგანიზებით ჩატარდა საკოორდინაციო ჯგუფის ონლაინ-შეხვედრა პროექტის „საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასება და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადება“ ფარგლებში.

შეხვედრის მონაწილეები:

  • მდგრადი გავითარების ცენტრი „რემისია“

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტი

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

  • საქართველოს ეროვნული ბანკი

  • NDC Partnership

  პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს საქართველოს მდგრადი განვითარების გრძელვადიანი მიზნებისა და ვალდებულებების განხორციელებას და მწვანე ბიზნესის ზრდის წახალისებას, სათბურის გზების ემისიების შემცირებას და ეკონომიკაში ტრანსფორმაციული ცვლილებების უზრუნველყოფას.

რა მოხდა შეხვედრაზე, მოკლედ:

  მდგრადი განვითარების ცენტრის „რემისია“ დირექტორმა ანა სიხარულიძემ განიხილა პროექტის ფარგლებში შერჩეული 12 პრიორიტეტული ტექნოლოგია. ყველაზე დიდი დრო დაეთმო შემდეგ ტექნოლოგიებზე დისკუსიას:

• ბიო-დიზელის წარმოების და მომარაგების მასშტაბების გაზრდა

• აკუმლატორული კვების ავტომანქანები (ელექტრომობილები) და შესაბამისი ინფრასტრუქტურა (დამუხტვის სადგურების განვითარება)

• წყლის ელექტრო თბური ტუმბო (ელექტროობაზე მომუშავე წყლის თბური ტუმბოები გათბობა-გაგრილების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ენერგო-ეფექტურ სისტემა, რომელიც სიახლეა საქართველოსთვის)

• საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება

ტექნოლოგიები შეირჩა ენერგეტიკის, შენობების, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სექტორებიდან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში შერჩეული პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანის და დანერგვისთვის შესაძლო პარტნიორების და ორგანიზაციების მოძიების საშუალებები. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრები

bottom of page