top of page

„საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასება და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადება

სამუშაო შეხვედრა - ტრეინინგი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მდგრადი განვითარების ცენტრის „რემისიას“ორგანიზებით, 2023 წლის 18 ივლისს სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში ჩატარდა 2 ტრენინგის სესია, რომელიც ეხებოდა ტექნოლოგიების დანერგვის მონიტორინგის ინდიკატორებსა და ტექნოლოგიების გადაცემის პროცესში გენდერის როლს.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის “საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასებისა და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადების/TNA”-ის ფარგლებში, რომელსაც კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) აფინანსებს.

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო პროექტის მიერ იდენტიფიცირებული კლიმატ-ტექნოლოგიების შემოტანა-გავრცელებისა და დანერგვის პროცესის მონიტორინგისა და მისი ინდიკატორების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, რემისიას ექსპერტის, მედეა ინაშვილის მიერ. პრეზენტაციების შემდეგ დაინტერესებულ მხარეებს მიეცათ დავალება, რომლის მიზანი იყო სოფლის მეურნეობის, შენობების და ტრანსპორტის სექტორებში შერჩეული პრიორიტეტული კლიმატ-ტექნოლოგიების იმპლემენტაციის მონიტორინგის  ინდიკატორების შერჩევა. ჯგუფური სამუშაოს შემდეგ გამოვლინდა მრავალი ინდიკატორი, როგორიცაა ენერგიის წლიური ჯამური მოხმარების შეფასება, ნახშირბადის გაზომვა ნიადაგში, ბიოსაწვავის წარმოების რაოდენობა და ა.შ.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო გენდერის საკითხების განხილვას, სადაც აქცენტი გაკეთდა ტექნოლოგიების გადაცემის პროცესში გენდერულ პოლიტიკაზე. შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა მაგალითები საქართველოდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. რემისიას ექსპერტმა, ინა ჟირარმა წარადგინა პრეზენტაცია კლიმატის მწვანე ფონდში წარსადენ კონცეფციებში გენდერის საკითხების ასახვაზე. ასევე, მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ტექნოლოგიების გადაცემის პროცესისთვის საქართველოს გენდერული პოლიტიკის კურსი, რის შემდეგაც შეხვედრა დასრულდა აქტიური დისკუსიით დაინტერესებული მხარეებისგან.

gender1.png
gender 2.png

© 2021 მდგრადი განვითარების ცენტრი რემისია

ჩვენი პარტნიორები:

ctcn-logo.png
584823e0cef1014c0b5e49c4.png
1638351284481.png
giz-standard-logo_0.png
bottom of page