top of page

საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასება და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადება

სამუშაო შეხვედრა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მდგრადი განვითარების ცენტრის „რემისიას“ ორგანიზებით, 2023 წლის 23 მარტს სასტუმრო ბილტმორში ჩატარდა რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და შენობების სექტორში შერჩეული პრიორიტეტული ტექნოლოგიებისთვის მომზადებული სამოქმედო გეგმის განხილვას მიეძღვნა.

შეხვედრა მომზადდა პროექტის „ საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასება და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადება“ ფარგლებში.

შენობებისა და სოფლის მეურნეობისთვის მიძღვნილ შეხვედრაზე „რემისიას“ წარმომადგენლებმა პროექტის მიზნებზე, პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე აქტივობებსა და პროექტის შედეგებზე ისაუბრეს.

„რემისიას“ ექსპერტებმა შენობებისა და სოფლის მეურნეობის დარგში, შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროექტის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმები, რომლებიც მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: საქართველოში მშენებლობის სექტორში კლიმატ-ტექნოლოგიების გავრცელება, მეწყერისგან დაცვის მიზნით ნიადაგის ლურსმნებით გამაგრების ტექნოლოგია და სოფლის მეურნეობის სექტორში კლიმატ-ტექნოლოგიების დანერგვა.

პროექტის ფარგლებში, პრიორიტეტულ სექტორებზე შეირჩევა ოთხი კლიმატ-ტექნოლოგია, რომლებზეც მომზადდება ეკონომიკური ანალიზი, რაც მომავალში საფუძვლად ჩაედება ბიზნეს მოდელის შექმნას.

338138896_587600353405648_7530224597612848423_n.jpg
337866617_597019328750781_973621853312601773_n.jpg

© 2021 მდგრადი განვითარების ცენტრი რემისია

ჩვენი პარტნიორები:

ctcn-logo.png
584823e0cef1014c0b5e49c4.png
1638351284481.png
giz-standard-logo_0.png
bottom of page