top of page

საჯარო შენობების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია საქართველოში

სამუშაო შეხვედრა

  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მდგრადი განვითარების ცენტრის „რემისიას“ორგანიზებით, 2023 წლის 16 ივნისს სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა შენობების სექტორში კლიმატის მწვანე ფონდისთვის (GCF) მომზადების პროცესში მყოფი კონცეფცია- „საჯარო შენობების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია საქართველოში”.

„რემისიის“ პარტნიორი ორგანიზაციის- შპს. „ესკო-ეს“- ის შენობების სექტორის ექსპერტმა, არჩილ პაპავამ წარადგინა კლიმატის მწვანე ფონდში (GCF) წარსადგენი კონცეფცია და მის ფარგლებში განხილული კლიმატ-ტექნოლოგიები. როგორიცაა: შენობების გარსის თბური იზოლაცია, თბური ტუმბოები, მზის კოლექტორები, სავენტილაციო სისტემები და ა.შ.

კონცეფციებზე დაყრდნობით ჩატარდა გაერთიანებული ჯგუფური სამუშაოები, სადაც შეხვედრის მონაწილეებს დაევალათ შენობების სექტორში დამატებითი ბარიერებისა და ბარიერების მოხსნის გზების იდენტიფიცირება, მხარდაჭერის საჭიროებებისა და პროექტის აქტვივობების განხილვა.

შეხვედრის ბოლოს მდგრადი განვითარების ცენტრი-რემისიას ექსპერტმა, მედეა ინაშვილმა ჩაატარა პრეზენტაცია „შენობების სექტორში არსებული დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, მათი ურთიერთ თანამშრომლობა, მათ შორის პარტნიორობის გაძლიერების რეკომენდაციები“.

პრეზენტაციის შემდგომ კი მონაწილეებმა შეასრულეს ჯგუფური სამუშაო, რომელიც მიზნად ისახავდა შენობების სექტორში იდენტიფიცირებული დაინტერესებული მხარეების, დაინტერესებულ მხარეებს შორის პარტნიორობის პროცესში არსებული საჭიროებების შეფასებას, პარტნიორობის გაძლიერების რეკომენდაციებსა და  განხილული ტექნოლოგიების გენდერზე გავლენის განხილვას.

356402782_568413578840555_4237291952978821313_n.jpg
356666659_568408195507760_6830088585113844819_n.jpg

© 2021 მდგრადი განვითარების ცენტრი რემისია

ჩვენი პარტნიორები:

ctcn-logo.png
584823e0cef1014c0b5e49c4.png
1638351284481.png
giz-standard-logo_0.png
bottom of page