top of page

„საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასება და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადება/TNA“ დასკვნითი სამუშაო შეხვედრა.

სამუშაო შეხვედრა

2023 წლის 19, 20 და 21 ივლისს, წინანდალში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მდგრადი განვითარების ცენტრი-რემისიას ინიცირებით გაიმართა პროექტის „საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასება და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადება/TNA“ დასკვნითი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრა გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში. 

 

შეხვედრის მონაწილეები:

• მდგრადი განვითარების ცენტრი- რემისია

• პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები: შპს. ესკო-ეს და ISET- ის კვლევითი ინსტიტუტი

• პროექტის საკოორდინაციო ჯგუფი

• ფინანსური ინსტიტუტები

• ბიზნეს ინსტიტუტები

• სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები

• მწვანე კლიმატის ფონდი (GCF)

• გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP)

• კლიმატ-ტექნოლოგიების ცენტრი და ქსელი- CTCN

 

სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების შეჯამება და შერჩეული კლიმატ-ტექნოლოგიების შემოტანასა და გავრცელებასთან დაკავშირებული ეროვნული აქტივობების გასაგრძელებლად შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა.

შეხვედრა ორიენტირებული იყო კლიმატის ცვლილების საბჭოსთან შექმნილ ტექნოლოგიების საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, სხვადასხვა სექტორების მხარდაჭერაზე, პროექტის მიერ მწვანე კლიმატის ფონდისთვის (GCF) შემუშავებული ოთხი კონცეფციის დასრულებასა და წარდგენაზე.

image.png
image.png

© 2021 მდგრადი განვითარების ცენტრი რემისია

ჩვენი პარტნიორები:

ctcn-logo.png
584823e0cef1014c0b5e49c4.png
1638351284481.png
giz-standard-logo_0.png
bottom of page