მიმდინარე პროექტები
ტყეების აღდგენისა და კონსერვაციის ხელშეწყობა პლატფორმის „ტყის მეგობარი“ მეშვეობით - მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს ტყეების აღდგენას კერძო სექტორისა და სა ზოგადოების ჩართულობით“ (ფაზა 2) (R037)
დამკვეთი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
დაწყების თარიღი: 02/2025- მიმდინარე
ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივა (BIOFIN) გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკომისიის გლობალური თანამშრომლობაა, რომელიც მსოფლიოს 132 ქვეყანაში მუშაობს. პროგრამის მიზანია ბიომრავალფეროვნების დაფინანსებისათვის საჭირო ინვესტიციების დეფიციტის რაოდენობრივი შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება და ეროვნულ დონეზე დანერგვა, რაც გულისხმობს ბიომრავალფეროვნების დაფინანსების საჭიროებების ინტეგრირებას ეროვნული და სექტორული განვითარების გეგმებში და ხარჯების ეფექტურობის გაუმჯობესებას.
საქართველოში BIOFIN-ის პროექტი 2016 წელს დაიწყო. ინიციატივა ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (NBSAP) განხორციელებას ეროვნულ დონეზე შეფასებული ხარჯებისა NBSAP-ის განსახორციელებლად მობილიზებული ფინანსების გამოყენებით, რისთვისაც საწყის ეტაპზე ადგილობრივი რესურსების მობილიზაციის სტრატეგია უნდა შემუშავდეს.
BIOFIN-ის გაფართოების მეორე ფაზის ფარგლებში იდენტიფიცირებული ოთხი ახალი დაფინანსების მეთოდიდან, ერთ-ერთი არის ტყეების აღდგენისა და კონსერვაციის ხელშეწყობა „ტყის მეგობრის“ პლატფორმის მეშვეობით. ეს მექანიზმი ხელს უწყობს ტყეების აღდგენას კერძო სექტორისა და საზოგადოების ჩართულობით.
2022-2023 წლებში, საქართველოს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, BIOFIN საქართველოს პროგრამის მხარდაჭერით, დანერგა ელექტრონული ვებ პლატფორმა „ტყის მეგობარი“. ახალი საკომუნიკაციო ინსტრუმენტის საშუალებით შესაძლებელია ნებაყოფლობითი მიზნობრივი შემოწირულობების გაწევა (ინდივიდუალური ან კერძო სექტორის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში), და აქტივობების მოწყობა. „ტყის მეგობარი“ წარმოადგენს საქართველოში ნახშირბადის კომპენსაციის მექანიზმის დანერგვის პირველ ნაბიჯს, რომელიც ეროვნულ ხელისუფლებასა და კერძო კომპანიებს შორის ორმხრივად მომგებიან თანამშრომლობას უწყობს ხელს.
ინიციატივის ზოგადი მიზანია საქართველოში ტყის აღდგენასთან დაკავშირებული ნახშირბადის კომპენსაციის მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობის შესწავლა და კერძო სექტორის მონაწილეობის წახალისება ტყის მდგრად მართვაში მოხალისეობრივი საქმიანობისა და ნახშირბადის კომპენსაციის მექანიზმების მეშვეობით.
„რემისიის“ საქმიანობის სფერო:
-
ტყის აღდგენის ღონისძიებებით დაგროვებული ნახშირბადის კომპენსაციისთვის ქვეყანაში არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს შეფასება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ხელშემწყობი გარემოს სიღრმისეული ანალიზის ჩატარება, მათ შორის, არსებული ხარვეზების მიმოხილვა და მათი აღმოფხვრის პრიორიტეტული ქმედებები.
-
ტყის აღდგენის პროექტების ნახშირბადის კომპენსაციის პროცესებში ჩასართავად საჭირო შაბლონებისა და გზამკვლევების შემუშავება.
-
ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერა „ტყის მეგობრის“ პლატფორმისთვის ნახშირბადის კომპენსაციის პროექტის შემუშავებაში.