დასრულებული პროექტები
TIMES-Georgia ს მოდელის განვითარების ტექნიკური დახმარება
პროექტი ორიენტირებული იყო TIMES-Georgia ს მოდელის განვითარებაზე, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის რამდენიმე ნიმუშის სცენარის შექმნაზე. გარდა ამისა, პროექტი მოიცავდა დაინტერესებული მხარეების ტრენინგს
კლიენტი: Deutsche Gesellschaft fur Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH
დასაწყისი: 07/2020
დასასრული: 04/2021
საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაცია (R020)
პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით, “რემისიას” დაევალა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმძღვანელოს მომზადება.
კლიენტი: UNDP Georgia
დასაწყისი: 12/2019
დასასრული: 02/2020
ანალიზის გაკეთება საქართველოს არსებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტების მიმოხილვის მოსამზადებლად და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტექნიკური საქმიანობა მოიცავდა ორ ძირითად კომპონენტს: ანალიზის მომზადებასა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას,
კლიენტი: GIZ-ის პროექტი “შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატის პოლიტიკისათვის დასავლეთ ბალკანეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში”
დასაწყისი: 07/2017
დასასრული: 02/2018
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში “HOME - საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ მიმავალი გზა: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერება აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში”.
პროექტის ძირითადი მიზანი იყო თბილისში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებითა და საბინაო მართვაში ეფექტური მონაწილეობით.
კლიენტი: Consortium Legal Aid Georgia (LAG)/ Initiative Wohnungswirtschaft Osteuropa
IWO e.V.
დასაწყისი: 2016
დასასრული: 2017
საქართველოში ჭოროხი-აჭარისწყლის საპილოტე აუზისათვის მდინარის აუზის მართვის გეგმის საბოლოო ვერსიის მომზადებაში დახმარების გაწევა
პროექტის ფარგლებში “რემისიამ” დახმარება გაუწია ორგანიზაციას საქართველოში ჭოროხი-აჭარისწყლის საპილოტე აუზისათვის მდინარის აუზის მართვის საბოლოო გეგმის, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის თავის შემუშვებაში.
კლიენტი: კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC)
დასაწყისი: 12/2015
დასასრული: 02/2016
საქართველოში სამშენებლო სექტორისათვის (შენობებისთვის) ეროვნული შემარბილებელი ღონისძიებების (NAMA) კონცეფციის მომზადება
ხელშეკრულების ფარგლებში, „რემისიამ“ დახმარება გაუწია ECOFYS-ს საქართველოში შენობებისთვის ეროვნული შემარბილებელი ღონისძიებების (NAMA) კონცეფციის მომზადებაში.
კლიენტი: ECOFYS
დასაწყისი: 2014
დასასრული: 2015
დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS)/სუფთა ენერგეტიკის პროგრამა
პროექტი შედგებოდა სამი ძირითადი კომპონენტისგან:
პირველი კომპონენტი - საქართველოს მუნიციპალური ენერგოეფექტურობა;
მეორე კომპონენტი - მწვანე შენობის შეფასებისა და სერტიფიცირების სისტემა;
მესამე კომპონენტი - საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა დაბალემისიანი განვითრების სტრატეგიის შემუშავებაში.
კლიენტი: Winrock International
დასაწყისი: 2013
დასასრული: 2017
ქალაქ ბათუმის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება
2013 წელს „რემისიამ“ დაიწყო ბათუმის მერიასთან თანამშრომლობა ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით. სამოქმედო გეგმა მოიცავს შემდეგ სექტორებს: შენობები, ტრანსპორტი, გარე განათება, ნარჩენები, ჩამდინარე წყლები, გამწვანება და ურბანული დაგეგმარება.
კლიენტი: ბათუმის მერია
დასაწყისი: 2013
დასასრული: 2014
კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში
პროექტის ძირითადი მიზანი იყო რეგიონალური სტაბილურობის გაუმჯობესება და ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედებებთან ადაპტირების საკითხებზე ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გზით.
კლიენტი: GRID-Arendal
დასაწყისი: 2013
დასასრული: 2013
საქართველოში მდგრადი ტურიზმის განვითარების პილოტირება უშგულში, განახლებადი და ენერგოეფექტურობის შესაძლებლობების დემონსტრირების გზით - მაღალმთიანი ტურისტული სოფელი მესტიაში, ზემო სვანეთში
პროექტის ძირითადი იდეა იყო საქართველოს მთიან რეგიონებში ტურისტული ადგილების მდგრადი განვითარების პოტენციალის ჩვენება, განახლებადი ტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტური ზომების ადგილობრივი საზოგადოებისათვის გაცნობა, რასაც შედეგად მოჰყვებოდა ადგილობრივი საზოგადოების ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება და სათბურის გაზების ემისიის შემცირება.
კლიენტი: Winrock International
დასაწყისი: 08/2012
დასასრული:12/2013
ქალაქ თბილისის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება
პროექტის ფარგლებში „რემისიამ“ შეიმუშავა ქალაქ თბილისის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი მოიცავს შემდეგ სექტორებს: შენობები, ტრანსპორტი, გარე განათება, ნარჩენები, ჩამდინარე წყლები, გამწვანება და ურბანული დაგეგმარება.
კლიენტი: Winrock International
დასაწყისი: 02/2011
დასასრული: 04/2011
საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიის საჭიროებების შეფასება. პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადება (R026)
პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა კლიმატ- ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასებასა (TNA) და პრიორიტეტული ტექნოლოგიების დანერგვის გეგმის შემუშავებაში.
კონტრაქტორი ორგანიზაცია: United Nations (UNON)
დასაწყისი: 2021
დასასრული: 2023
მწვანე კონსულტაციის პროგრამა (R017)
პროგრამა ისახავდა ბაზის ბანკის კლიენტების დახმარებას მწვანე პროდუქტების განვითარებაში.
კონტრაქტორი ორგანიზაცია: Finance in Motion GmbH
დასაწყისი: 2019
დასასრული: 2022