სამუშაო შეხვედრა
2025 წლის 3 სექტემბერს პროექტის- „პლატფორმა - „ტყის მეგობრის“ მეშვეობით საქართველოში ტყეების აღდგენისა და კონსერვაციის ხელშეწყობა კერძო სექტორისა და საზოგადოების ფართო ჩართულობით“ ფარგლებში ჩატარდა ოთხი (4) სამუშაო შეხვედრა, რომელთა ძირითადი მიზანი იყო შეხვედრის მონაწილეები, რომელთა უმეტესობა ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იყვნენ, გაცნობოდნენ იმ მონიტორინგის სისტემებს, რომლებიც აუცილებელია ეკოსისტემებში არსებული ნახშირბადის ცვლილებების აღსარიცხავად ნახშირბადით ვაჭრობის პროცესებში ქვეყნის ჩართვის შემთხვევაში.
შეხვედრაზე განხილული იყო:
-
მიმდინარე პროექტის ფარგლებში მომზადებულ საპროექტო წინადადებაში „ალაზნის ჭალის ტყეების აღდგენა და მდგრადი მართვა“ განხილული სამი ეკოსისტემა (ტყე, მინდორი და ჭაობი), და სამივე ეკოსისტემის მიერ ნახშირბადის დაგროვების და/ან მისი ემიტირების წყაროები/აუზები და ზოგადად პოტენციალი.
-
პროექტის სავარაუდო წვლილს აღნიშნული ტერიტორიის (მუნიციპალიტეტების) და ზოგადად მთელი ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესებში,
-
კვლევები, რომლებიც ჩატარდა საქართველოში ტყეებში არსებული ნახშირბადის მარაგების შესაფასებლად,
-
ძირითადად მიდიოდა მსჯელობა ეკოსისტემების განმარტებებზე, ეკოსისტემებში დაგროვების და ემისიის წყაროების განმარტებებზე.



