top of page

2025 წლის 21-22 აგვისტოს ეროვნულ სატყეო სააგენტოში, პროექტის „პლატფორმა - ტყის მეგობრის მეშვეობით საქართველოში ტყეების აღდგენისა და კონსერვაციის  ხელშეწყობა კერძო სექტორისა და საზოგადოების ფართო ჩართულობით“ ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა/ტრეინინგი.

შეხვედრა მოიცავდა 4 სესიას:

  • ტყის სექტორიდან ნახშირბადის დაკრედიტების პოტენციალი საქართველოში;

  • ნახშირბადის წარმატებული ბაზრების მიმოხილვა მსოფლიო მასშტაბით;

  • 1,255 ჰა ჭალის ტყეების აღდგენა -კონსერვაციის საპროექტო წინადადების  საწყისი ვერსიის წარდგენა;

  • საპროექტო წინადადების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი.

აღნიშნული შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელთათვის ინფორმაციის გაცნობა ტყის სექტორში ნახშირბადის დაკრედიტების სისტემის ასაწყობად და ამ კრედიტებით ვაჭრობის მექანიზმებში საქართველოს ჩართვის მიზნით გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ:

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ქ-ნი ნათია იორდანიშვილი;

გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობიდან პროექტის ხელმძღვანელობა;

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები;

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და დარგის ექსპერტები.

 

შეხვედრაზე პრეზენტაციები წარადგინეს: არასამთავრობო ორგანიზაციების „მდგრადი განვითარების ცენტრი -რემისია“, „ეკოლუშენი“ და „ომნია“ წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექპერტმა- გიორგი მუხიგულიშვილმა.

Picture1.jpg
Picture3.jpg
Picture2.jpg
Picture4.jpg
Picture5.jpg

© 2021 მდგრადი განვითარების ცენტრი რემისია

ჩვენი პარტნიორები:

ctcn-logo.png
584823e0cef1014c0b5e49c4.png
1638351284481.png
giz-standard-logo_0.png
Picture1.png
bottom of page