top of page

 

ტრანსპორტის სექტორში კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების განხილვისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მდგრადი განვითარების ცენტრის „რემისიას“ ორგანიზებით, 2022 წლის 30 მარტს ჩატარდა კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების განხილვისადმი მიძღვნილი რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა, რომელიც ტრანსპორტის სექტორში კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების განხილვას დაეთმო.

სამუშაო შეხვედრა გაიხსნა „რემისიის“ წარმომადგენლების პრეზენტაციით, რომლებმაც პროექტის მიზნები, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მიმოიხილეს და პროექტის საბოლოო შედეგებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია კლიმატის მწვანე ფონდის შესახებ.

„რემისიის“ და შპს ესკო-ესის  ექსპერტმა, არჩილ პაპავამ, შეხვედრის მონაწილეებს ტრანსპორტის სექტორის კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებები და მათი შერჩევის კრიტერიუმები გააცნო. მანვე განიხილა საავტომობილო გზებისა და რკინიგზის მოწყვლადობა და ადაპტაციის საჭიროებაც.

ღონისძიების ბოლო ნაწილი ჯგუფურ სამუშაოს დაეთმო, რომელშიც ჩართული იყო ყველა მონაწილე, რათა განეხილათ ტრანსპორტის სექტორისთვის საჭირო კლიმატ-ტექნოლოგიები, ამავე კლიმატ-ტექნოლოგიების გავრცელების წინაშე მდგარი ბარიერები და მათი აღმოფხვრის გზები. ჯგუფური სამუშაოს შედეგად გაიწერა კლიმატ-ტექნოლოგიების წინასწარი ნუსხა, რომელიც პროექტის შემდეგ ეტაპებზე დეტალურად განიხილება და შეფასდება.

5.jpg
277522854_471387464678825_6014914081674696233_n.jpg
bottom of page