top of page

 

ენერგეტიკის სექტორში კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების განხილვისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მდგრადი განვითარების ცენტრი „რემისიის“ ორგანიზებით, 2022 წლის 31 მარტს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების განხილვისადმი მიძღვნილი რიგით მეოთხე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ენერგეტიკის სექტორში კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებები.

„რემისიის“ წარმომადგენლებმა პროექტის მიზნებზე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებსა და პროექტის შედეგებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე პრეზენტაცია წარადგინა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მარინა შვანგირაძემ, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის პროექტების შეფასების ძირითად კრიტერიუმებს, პროექტების განხორციელების ფინანსურ მექანიზმებსა და ბიზნეს მოდელებს ეხებოდა.

„რემისიას“ ექსპერტმა, არჩილ კოხტაშვილმა, ენერგეტიკის სექტორის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ისაუბრა სექტორის პრიორიტიზაციასა და მის შედეგებზე. მან საფუძვლიანად მიმოიხილა ენერგეტიკის სექტორი და კლიმატ-ტექნოლოგიები, როგორც ემისიების შემცირების, ისე ადაპტაციისთვის.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ჯგუფურ სამუშაოს დაეთმო, რომელიც მიზნად ისახავდა ენერგეტიკის სექტორისთვის საჭირო კლიმატ-ტექნოლოგიების დადგენას, მათი გავრცელების ბარიერების იდენტიფიცირებას და მათი აღმოფხვრის გზების განხილვას.  მონაწილეებმა წარმოადგინეს საჭირო ტექნოლოგიების ჩამონათვალი, რომელიც პროექტის შემდეგ ეტაპებზე დეტალურად იქნება განხილული.

277358426_332925732038773_6957069112258407621_n - Copy.jpg
277609463_728350521494345_3500304145838251874_n - Copy.jpg
bottom of page