top of page

 

შენობების სექტორში კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების განხილვისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მდგრადი განვითარების ცენტრი „რემისიის“ ორგანიზებით, 2022 წლის 29 მარტს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების განხილვისადმი მიძღვნილი რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც შენობების სექტორში კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების განხილვას დაეთმო.

შეხვედრა გახსნეს „რემისიის“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც პროექტის მიზნებზე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებსა და პროექტის შედეგებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია კლიმატის მწვანე ფონდის შესახებ, რომელშიც  განხილული იყო  კლიმატის მწვანე ფონდში პროექტების შეფასების ძირითადი კრიტერიუმები, პროექტების განხორციელების ფინანსური მექანიზმები და ბიზნეს მოდელები.

„რემისიის“ და შპს ესკო-ეს-ის ექსპერტმა, ლევან ნათაძემ, შეხვედრის მონაწილეებს შენობების სექტორის კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებები გააცნო. მან საფუძვლიანად მიმოიხილა  არსებული და დასანერგი ტექნოლოგიების სახეობები, ურბანული და უბნის მასშტაბის ტექნოლოგიები, შენობების სექტორის მოწყვლადობა და ადაპტაციის საჭიროება.

შეხვედრის ბოლოს დაინტერესებულმა მხარეებმა შეასრულეს ჯგუფური სამუშაო, რომელიც მოიაზრებდა შენობების სექტორისთვის საჭირო კლიმატ-ტექნოლოგიების იდენტიფიცირებას,  ამავე კლიმატ-ტექნოლოგიების გავრცელების წინაშე მდგარი ბარიერების აღმოფხვრის გზების განხილვასა და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შერჩევის კრიტერიუმების განხილვას.  საბოლოოდ, შედგა კლიმატ-ტექნოლოგიების წინასწარი შერჩევა, რომელიც პროექტის შემდგომ ეტაპებზე დეტალურად იქნება განხილული და შეფასებული სხვადასხვა კრიტერიუმის საშუალებით.

7.jpg
bottom of page