top of page

 2022 წლის 29 სექტემბერს საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ორგანიზებით სასტუმროში "ჰოლიდეი ინნ" გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა კლიმატის 27-ე ჩარჩო კონვენციის მხარეთა შეხვედრის მოსამზადებლად.

 

    შეხვედრის მიზანი იყო მიმართვის მომზადება და საქართველოს არასათავრობო ორგანიზაციების ძირითად პრინციპებზე შეთანხმება.

   შეხვედრა გახსნა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელმა , ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ. ისაუბრა გლობალური კლიმატის ცვლილებების გამოწვევებზე და პრობლემებზე, განიხილა შარმ ელ შეიხის, პარიზისა და გლაზგოს შეთანხმებები და ხაზი გაუსვა იმ ვალდებულებებს, რომელიც ყველა ქვეყანას დაეკისრა - განეხორციელებინა ღონისძიებები ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად.

 

  მდგრადი განვითარების ცენტრი "რემისია" ჩართულია მემორანდუმის გზავნილზე მუშაობაში. მთავარი აქცენტები სწორედ ამაზე გაკეთდა. ვისაუბრეთ როგორც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად კლიმატის ცვლილებებზე, ასევე საფრთხეზე ზღვის დონის აწევასთან მიმართებაში, სოფლის მეურნეობის დეკარბონიზაციაზე, წყლის კანონის პრობლემების და ბიო-მრავალფეროვნების დაცვაზე, ასევე მდგრადი ტრანსპორტის განვითარებაზე და სხვ. ჩამონათვალი დიდია და მემორანდუმში შესატანად შესაბამისი ორგანიზაციები განაგრძობენ მუშაობას. გზავნილს კი საბოლოო სახე მოკლე პერიოდში მიეცემა.

© 2021 მდგრადი განვითარების ცენტრი რემისია

ჩვენი პარტნიორები:

ctcn-logo.png
584823e0cef1014c0b5e49c4.png
1638351284481.png
giz-standard-logo_0.png
bottom of page