2023 წლის 20 იანვარს გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის "გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა NCP-ის ადვოკატირებისა და პოლიტიკის დიალოგის საჭიროებების შეფასების სამუშაო შეხვედრა. შეხვედრა გაიმართა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდისა (WFD) და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელთან (CENN) ინიცირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
მდგრადი განვითარების ცენტრი „რემისია“, ადგილობრივი ორგანიზაციები და თვითმმართველობები და მუნიციპალიტეტები (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია, თუშეთი)
შეხვედრის მიზანი:
კლიმატის ეროვნული პლატფორმის, ასევე, მასში შემავალი და ცალკეული სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების გამოწვევების და საჭიროებების გამოვლენა გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხების ადვოკატირების, თანამშრომლობისა და პოლიტიკის დიალოგის წარმოებისთვის.
შეხვედრის მთავარი თემების შესახებ:
თითოეულმა მონაწილემ თუ ორგანიზაციის წარმომადგენელმა გაგვიაზიარა მოლოდინები პლატფორმაში მეტად ჩართულობის შესახებ.
ხაზი გაესვა ადვოკატირებს სტრატეგიების დაგეგმვის და არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების ერთობლივად საკითხის გადაჭრის და კოალიციურად მოქმედების მნიშვნელობას.
რა მოხდა შეხვედრაზე:
ხანგრძლივი დისკუსიის და აქტივობის დროს, რომელშიც „რემისია“ აქტიურად იყო ჩართული, დაისვა რამდენიმე მთავარი საკითხი:
NCP-ს მიზნების აღქმის მკაფიოობის და მათი განხორციელების სისრულეში მოყვანის შესახებ, შემაფერხებელი ფაქტორები, თითოეული მონაწილის როლი და მიზნის მიღწევის სტრატეგიების განსაზღვრა.
ხაზი გაესვა სწორედ ორგანიზაციების თითოეული წევრის აქტიურობას და ჩართულობას და ადაპტაციის უდიდეს მნიშვნელობას.
პლატფორმის უმთავრესი ფუნქციების რიგი ჩამონათვალიდან გამოეყო ლობირება, სისტემური კომუნიკაცია და უშუალოდ საკითხების ადვოკატირების მნიშვნელობა